ინკლუზიური განათლებადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ინკლუზიური განათლება საქართველოში

0
გაზიარება

განათლების მიღება ყველა ბავშვის არის ფუნდამენტური უფლება.სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის,მიუხედავად მისი საჭიროებისა,რელიგიური თუ რასობრივი კუთნილებისა.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) მკაცრად სერეგრირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება ზოგადასაგანმანათლებლო სივრცეში თანატოლებთან ერთად.ცვლილებები სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში 1994 წლიდან დაიწყო არასამთავრებო სექტორის მიერ, სახელმწიფოს აღნიშნული საკითხი კვლავ ყურადღების  მიღმა რჩებოდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლება როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იქნა 2004 წლიდან როდესაც დაიწყო განათლების სისტემური რეფორმა.ინკლუზიური სწავლების დანერგვას საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება ნორვეგიის მთავრობამ გაუწია.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2005-2008 წლებში განხორციელდა პროექტი „ინკლუზიური სწავლების დაგეგმვა თბილისის 10 სკოლაში“ რომელმაც ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას.პროექტის შედეგმა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებამ ცხადყო რომ სახელმწიფოს ესაჭიროება ერთიანი შეთანხმებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში,რომელიც უნდა ასახავდეს აუცილებელი საკანონმდებლო,ადმინისტრაციულ და მეთოდოლოგიურ ცვლილებებს. ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული განათლების ეროვნული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სფეროში ქვეყნები ხელმძღვანელობენ UNESCOS-ს განათლება ველსათის პროგრამით რომლის მიზანია 2015 წლისითვის ყველა ბავშვს მიუხედავად მისი  საგანმანათლებლო საჭიროებისა ჰქონდეს საშვალება:

ისწავლოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში საცოხოვრებელ ადგილთან ახლოს; მიიღოს ცოდნა მრავალფეროვანი მოქნილი,აკადემიურ და სოციალურ უნარებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით; ჩართული იყოს განათლების უწყვეტ პროცესში,სკოლანდელი განათლებიდან სახელობო და პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ჩათვლით; სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს სკოლასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპეკტში; იყოს სრულფასოვანი მოსწავლე და მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი;

2004 წელს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ ინკლუზიური განათლების დანერგვა/განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქნა აღიარებული.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის გრძელვადიან მიზნად დაისახა,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში ერთიანი შეთანხმებული სტრატეგიის ჩამოყალიბება რომელიც უნდა ასახავდეს აუცილებელი საკანონმდებლო,ადმინისტრაციულ და მეთოდოლოგიურ ცვლილებებს ამ სფეროში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სფეროში ერთიანი შეთანხმებული სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფისთვის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამართველო გეგმავს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“პროგრამის ფარგლებში 5 ქვეპროგრამა განახორციელებას..

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!