ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება.
მათი ინფორმაციით, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.
„ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.