დღის სიახლეებიკახეთიმომსახურების სფერორეგიონებისიახლეები

“მეიჯერელ ჯორჯია” გაფართოებას აპირებს

0
გაზიარება

„ მეიჯერელ ჯორჯია“ ბიზნესპროცესების  კომპანიაა, რომელსაც  ოფისები თბლისში, ბათუმში და ქუთაისსი აქვს. ახლა კი გაფართოებას აპირებენ და  ახალი ოფისის გახსნა არმოსავლეთ საქართველოში კერძოდ კახეთში იგეგმება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ „Forbes კვირაში“ „კონცეპტის“ რუბრიკაში განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში ბიზნესგეგმებით შემოსვლისას ქვეყანას არასდროს განიხილავდა როგორც მხოლოდ თბილისს.
 „საქართველოში ბიზნესის კეთების რამდენიმე მთავარი უპირატესობაა – გამჭირვალობა, მკაფიო საგადასახადო სისტემა, დივიდენდების რეინვესტირების საშუალება. ასე ჩვენ სწრაფად გაზრდა შეგვიძლია, ასე რომ ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ ინვესტიციების ზრდაში ბრუნდება. სწორედ ამიტომ გავფართოვდით ასე სწრაფად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ვაკვირდებით სხვა მცირე მუნიციპალიტეტებსაც, შესაძლოა იქაც გავფართოვდეთ.

ჩვენ არასდროს ვუყურებდით საქართველოს როგორც მხოლოდ თბილისს, ზოგიერთი კომპანია ამას აკეთებს, ჩამოდიან თბილისში და ფიქრობენ, რომ ყველა საქმე აქ უნდა აკეთონ, ჩვენ ტალანტებს ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. რეგიონულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით კახეთის მაგალითს მოვიყვანდი, ჯერ არ ვართ კახეთში წარმოდგენილი, თუმცა „აწარმოე საქართველოს“ გუნდის დახმარებით საკმაოდ გამოვიკვლიეთ ეს რეგიონი და ვფიქრობთ კახეთში არსებობს პოტენციალი“, – განაცხადა ალექსანდერ მირონენკომ.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!