2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა:
- ბულგარეთი – 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)
- საფრანგეთი – 14,40 ტონა (80,94 ათასი დოლარი)
- ისრაელი – 3,57 ტონა (19,66 ათასი დოლარი)