RSS კატეგორია

ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი 58 ჰა-მდე ფართოვდება

0
გაზიარება

ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად  2022 წლის 1 დეკემბერი განისაზღვრა.

როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია აღნიშნული, თიზ-ის ფართი ამჟამად 22 ჰა-ს შეადგენს, გაფართოების შემდეგ კი თიზ-ის ტერიტორია 58 ჰექტარი გახდება.

დადგენილების მიხედვით, თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე  უნდა მოეწყოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტი შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით.

ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!