დღის სიახლეებიმომსახურების სფერო

“ბილაინი” იყიდება- ვინ არის ახალი მფლობლი?!

0
გაზიარება

საქართველოში “ბილაინის” ქსელის მფლობელი იცვლება – შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომიდან ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

სხდომის თანახმად, “ბილაინი” ამჟამად ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ “ვიონი საქართველოს” ფლობენ, კერძოდ WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის “ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი “ვიონი საქართველოს” 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში ეს ორივე ფირმა “ვიონი საქართველოს” 100%-იან წილს ფლობს. 

Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება. ბილაინი აქტიურად გააგრძელებს ძირითადი ქსელის განვითარებას, იმისთვის, რომ საქართველოსი რაცშეიძლება მეტ მომხმარებელს მიუწვდებოდეს ხელი 4G კავშირზე.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება – წესები და ბილეთების კატეგორიები

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება. პორტალზე შესასვლელად, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში…

ბაზარზე ახალი პროდუქტი – ვასილი ბუმაკოვმა მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება გადაწყვიტა

მოლდოვის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა იაპონიაში, ვასილი ბუმაკოვმა მოლდოვაში შავი ნივრის წარმოება გადაწყვიტა. დიპლომატმა აგროექსპერტთან უჩვეულო პროდუქტისა და შიდა და საგარეო ბაზარზე მისი პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „შავი…

ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 91%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში ქართული წარმოების სიმინდის საექსპორტო ფასი 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2024 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ სიმინდი 0.36 დოლარად გავყიდეთ, ხოლო გასულ წელს 3.9 დოლარად-ქართული წარმოების…

WhatsApp-მა ევროპაში მინიმალური ასაკი 16-დან 13-წლამდე შეამცირა

Meta-მ ევროპაში WhatsApp-ის გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 16-დან 13 წლამდე შეამცირა- აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა. თებერვალში აპლიკაციის გამოყენების მინიმალური ასაკი 13-მდე შემცირდა გაერთიანებულ სამეფოშიც.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!