დღის სიახლეებიგანათლებაპროფესიული განათლებასაზღვარგარეთ სწავლაუმაღლესი განათლება

გაიცანით ქართველი , რომელიც ერასმუსის პროგრამის ფარგლებში სრული დაფინანსებით ისწვალის

0
გაზიარება

გუგა კუპრაძემ Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ჩაშენებული სისტემების ინჟინერიის განხრით (European Master in Embedded Computing Systems) სრული დაფინანსება მოიპოვა. პროგრამის ფარგლებში, პირველი წლის განმავლობაში გუგა University of Southampton-ში (დიდი ბრიტანეთი) ისწავლის; ხოლო მეორე წლის განმავლობაში კი – University of Kaiserslautern-ში (გერმანია). პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებლისა და მოგზაურობის ხარჯები;2016-2017 წელს აშშ-ში, გაცვლითი პროგრამის (FLEX)-ის დარულების შემდეგ გუგამ ჩააბარა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტზე. IoT (Internet of Things) ტექნოლოგიების განვითარებისა და პროგრესის გათვალისწინებით, მაგისტრატურის განმავლობაში მისი მთავარი ინტერესის/კვლევის სფეროა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩაშენებული სისტემების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!