ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

გასული კვირის (4 – 9 ივლისი, 2022) TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

0
გაზიარება

1. 2022 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა
2. ივნისის ტურიზმის სტატისტიკა
3. ტურიზმის სექტორი 40 მლნ-ის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა
4. 2022 წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
5. წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები აუქციონზე გაიყიდება
6. ბიძინა ივანიშვილის იურისტების განცხადება შესაძლო სანქციებსა და Credit Suisse-ს შესახებ
7. საპენსიო სააგენტოს ანგარიში
8. იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გაიცა
9. შემოსავლების სამსახურის განცხადება ბათუმის პორტში შესული რუსული ტანკერის შესახებ
10. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისთვის ახალი მოთხოვნები დამსაქმებლებისათვის

1. 2022 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა

ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ყოველთვე ორნიშნა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდება. 2022 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (21.8%); ტრანსპორტი (19.4%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (14.0%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (13.0%). წლიურ ინფლაციაზე ყველაზე მეტად გავლენა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86%-ული პუნქტით აისახა.

2. ივნისის ტურიზმის სტატისტიკა

ივნისში საქართველოშ ინა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 164%-ით გაიზარდა და 387 781 საერთაშორისო ვიზიტორი შეადგინა. ხოლო, 2019 წლის მაჩვებლის 53%-ზე აღდგა. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 90 239 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 503%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2022 წლის პირველ ნახევარს, იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 1 625 928 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.1%-ზე არის აღდგენილი

3. ტურიზმის სექტორი 40 მლნ-ის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემსუბუქებისთვის, ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმე სუბიექტები 2021 წლის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ. შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მლნ ლარია.

4. 2022 წლის პირველი 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავალი 10.7 მილიარდი ლარი იყო, რაც გეგმის 107%-ს შეადგენდა. შესაბამისად, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და 2022 წლის პირველ ნახევარში 0.3% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლებმა გეგმის 102.0% შეადგინა.

5. წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები აუქციონზე გაიყიდება

სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. საინვესტიციო მოთხოვნების მინიმუმი 500 მლნ ლარი იქნება, რაც მთავრობის წევრების განცხადებით 3 200 პირდაპირ სამუშაო ადგილს გააჩენს, ხოლო დატვირთვის კუთხით დასრულებული პროექტი 350 000 ვიზიტორის მასპინძლობას შეძლებს.

6. ბიძინა ივანიშვილის იურისტების განცხადება შესაძლო სანქციებსა და Credit Suisse-ს შესახებ

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის „ემ ქეი დი“-ს ინფორმაციით Credit Suisse-სგან წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ განაპირობა Credit Suisse-ს მხრიდან რეგულაციის გატარება, რაც გულისხმობს, რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. „ემ ქეი დი“-ს განცხადებით, ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით ხდება, ხოლო ,,ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში.’’


7. საპენსიო სააგენტოს ანგარიში

საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საპენსიო სისტემაში სულ 1 292 000 ადამიანია გაწევრიანებული, ხოლო დაგროვებითი პენსიით უკვე 2 053-მა ადამიანმა ისარგებლა, რომლებზეც ჯამში 4.3 მილიონი ლარის პენსია გაიცა. ამ ეტაპზე საქართველოს საპენსიო ფონდში 2.43 მილიარდი ლარია აკუმულირებული, ხოლო სარგებლის სახით 336 მილიონი ლარია დარიცხული.

8.იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გაიცა

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით ,,იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ 1 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული.’’ პროგრამის ფარგლებში კი 10 000 ბინა გაიყიდა. პროგრამის ბენეფიციარები ის ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი იყო, ვისაც სესხის აღების მომენტში 1 წლამდე ასაკის შვილი, 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ან 2021 წლის 1 სექტემბრამდე აყვანილი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.

9. შემოსავლების სამსახურის განცხადება ბათუმის პორტში შესული რუსული ტანკერის შესახებ

საქართველომ 27 ივნისს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სანქცირებული ხომალდი ESEN KA ბათუმის პორტიდან გააბრუნა, რომელიც რუსულ კომპანიასთან იყო დაკავშირებული. 4 ივლისს ბათუმის პორტში შემოსულ რუსული ტანკერის – VF Tanker-15-ის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები და ის სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრანზიტული საქონლით არის დატვირთული. ხოლო რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემის შესახებ აცხადებენ, რომ ის არის ეგვიპტიდან ტვირთის გარეშე შემოსული გემი, ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის ექსპორტზე გატანას და მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა.

10. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისთვის ახალი მოთხოვნები დამსაქმებლებისათვის

საქართველოს მთავრობის 1 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმადაც: თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 მ2 , დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს მიაწოდოს ინფორმაცია პოტენციური რისკების შესახებ და სხვ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!