დღის სიახლეებიმოგზაურობასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

მაისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 51,500 მოქალაქემ გადმოკვეთა

0
გაზიარება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის მაისის ტურიზმის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მაისში საქართველოში რუსების ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და მთლიანმა ნაკადმა 51,561-ს მიაღწია. შედეგად რუსეთი მთლიან ტურისტულ რეიტინგში თურქეთის შემდეგ მეორე პოზიციაზე გავიდა.

თვეების მიხედვით, რუსების ვიზიტები ასე ნაწილდება: მარტი – 22,536; აპრილი 33,556; მაისი – 51,561.

მაისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებმა 319,796 ვიზიტი განახორციელეს. მათ შორის 60,184 ვიზიტორი თურქეთიდან, 51,561 კი რუსეთიდან შემოვიდა. ტურისტული ნაკადის ტოპ ათეული ასე ნაწილდება. 

მაისში საქართველოში ვიზიტორები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვდინენ:

1) თურქეთი 60 184 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 175%
2) რუსეთი 51 561 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 377%
3) სომხეთი 42 606 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 332%
4) საქართველო (არარეზიდენტი) 24 682 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 159%
5) ისრაელი 18 986 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 69%
6) უკრაინა 15 005 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 30%
7) აზერბაიჯანი 12 634 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 121%
8) ყაზახეთი 10 965 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 135%
9) ბელარუსი 9 780 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 316%
10) საუდის არაბეთი 8 559 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1802%.

მაისში ვიზიტორთა შორის სახმელეთო საზღვრით 188,532 ადამიანი, საჰაერო გზით კი 128,343 ადამიანი შემოვიდა

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!