დღის სიახლეებიმთავარიმომსახურების სფეროფინანსები

”მაკდონალდს საქართველო” ”ოქროს თაღის” უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

0
გაზიარება

საქართველოს კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე – რამდენიმე დღის წინ ქვეყანის წარმატება კვალავ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. „საქართველო – „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორი ევროპის დივიზიონში. ფრედ ტერნერის სახელობის „ოქროს თაღის“ 2022 წლის ჯილდო გადაეცემათ „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტს თემურ ჭყონიასა და კომპანიის დირექტორს თენგიზ კაპანაძეს“, – ამ სიტყვებით დაჯილდოვდა „მაკდონალდს საქართველო“ აშშ-ში, ფლორიდას შტატში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. ამ მიღწევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ღირსეულად უჭირავს ადგილი მსოფლიოს რუკაზე როგორც ქვეყანას, სადაც ბიზნესი წარმატებით ვითარდება.

„ოქროს თაღის“ პრესტიჟული ჯილდო, რომელიც „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზებისთვის უმაღლესი დონის აღიარებაა, „მაკდონალდს საქართველოს“ მსოფლიოში სამაგალითო ფრენჩაიზს ქსელის ეფექტიანი ოპერირებისთვის, ზრდაზე ორიენტირებული, ლიდერული მიდგომების, საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი სწრაფვისთვის გადაეცა. ფრედ ლ. ტერნერის უკვდავსაყოფად დაწესებულ ჯილდოს „მაკდონალდსი“ რამდენიმე ათეული წელია გასცემს. ფრედ ტერნერმა, რეი კროკთან ერთად, „მაკდონალდსი“ რესტორნების მცირე ქსელიდან გლობალურ ბრენდად გარდაქმნა.

„ოქროს თაღი“ ის უმაღლესი ჯილდოა, რისთვისაც ღირს ცხოვრება ბიზნესში. ეს არის აღიარება, რომლის უკან უდიდესი შრომა და საინტერესო ისტორია დევს. ჩვენი შეფასება მოხდა ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რითიც რეი კროკმა და ფრედ ტერნერმა თავის დროზე მიაღწიეს დიდ წარმატებას – ეს იყო ერთგულება ამ ბრენდის მიმართ“, – ასე აფასებს კომპანიის ამ მიღწევას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია.

მისი თქმით, ნებისმიერი ბიზნესი ფასდება რამდენიმე კრიტერიუმით – ეს არის ფინანსური მოგება, ხალხის აღიარება, მომხმარებლის ზრდა, ბიუჯეტში თანხის შეტანა, ახალი პროფესიონალების ჩამოყალიბება, მიმართულებების შეცვლა, სტილის დამკვიდრება, ქვეყნის წარმოჩენა დიდი ბრენდების რუკაზე.

„მაკდონალდს საქართველო“ დღეს ყველა ამ კრიტერიუმს აერთიანებს საუკეთესო გუნდისა და ადამიანების მეშვეობით. წარმატებული ბიზნესისთვის მეორე ეტაპი დგება, როცა ამ განვითარებას მაღალი რანგის პროფესიონალები აფასებენ და ითვალისწინებენ უმარავ სხვადასხვა კრიტერიუმს. ეს შეფასება ითვალისწინებს ფრედ ტერნერისა და რეი კროკის მთავარ მიდგომას კომპანიისადმი – ერთგულებას ბრენდის მიმართ. წლების წინ მათ შეძლეს დაენახათ, რომ ეს ბრენდი არის უკვდავი და ისეთი წარმატებული, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს მსოფლიოში“, – ამბობს თემურ ჭყონია.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!