„ მეიჯერელ ჯორჯია“ ბიზნესპროცესების კომპანიაა, რომელსაც ოფისები თბლისში, ბათუმში და ქუთაისსი აქვს. ახლა კი გაფართოებას აპირებენ და ახალი ოფისის გახსნა არმოსავლეთ საქართველოში კერძოდ კახეთში იგეგმება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ „Forbes კვირაში“ „კონცეპტის“ რუბრიკაში განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში ბიზნესგეგმებით შემოსვლისას ქვეყანას არასდროს განიხილავდა როგორც მხოლოდ თბილისს.
„საქართველოში ბიზნესის კეთების რამდენიმე მთავარი უპირატესობაა – გამჭირვალობა, მკაფიო საგადასახადო სისტემა, დივიდენდების რეინვესტირების საშუალება. ასე ჩვენ სწრაფად გაზრდა შეგვიძლია, ასე რომ ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ ინვესტიციების ზრდაში ბრუნდება. სწორედ ამიტომ გავფართოვდით ასე სწრაფად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ვაკვირდებით სხვა მცირე მუნიციპალიტეტებსაც, შესაძლოა იქაც გავფართოვდეთ.
ჩვენ არასდროს ვუყურებდით საქართველოს როგორც მხოლოდ თბილისს, ზოგიერთი კომპანია ამას აკეთებს, ჩამოდიან თბილისში და ფიქრობენ, რომ ყველა საქმე აქ უნდა აკეთონ, ჩვენ ტალანტებს ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. რეგიონულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით კახეთის მაგალითს მოვიყვანდი, ჯერ არ ვართ კახეთში წარმოდგენილი, თუმცა „აწარმოე საქართველოს“ გუნდის დახმარებით საკმაოდ გამოვიკვლიეთ ეს რეგიონი და ვფიქრობთ კახეთში არსებობს პოტენციალი“, – განაცხადა ალექსანდერ მირონენკომ.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- “მეიჯერელ ჯორჯია” გაფართოებას აპირებს
“მეიჯერელ ჯორჯია” გაფართოებას აპირებს
მსგავსი სიახლეები
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. მონაცემებს…
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური
2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…
10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში
Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…