ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

“ნაბერაული” საფრანგეთში გაიყიდება – “აზიის ბაზარზეც ვაპირებთ გასვლას”

0
გაზიარება

“ნაბერაულის” რაჭული და ლეჩხუმური ღვინოები საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება. კომპანიამ საწყისად საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბოთლი გაგზავნა. უახლოეს პერიოდში კი მომდევნო შეკვეთა შესრულდება.

როგორც “ნაბერაულის” საექსპორტო გაყიდვების ხელმძღვანელი სოფო კობაიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მათი ღვინოები, სრული ასორტიმენტით სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ, ლანგედოკის რეგიონში დაასაწყობეს, რაც კომპანიას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ღვინის უმოკლეს დროში გაგზავნის საშუალებას აძლევს.

“საფრანგეთის საწყობში კლასიკური მეთოდით დაყენებული რაჭული მწვანე, ცოლიკოური, ტვიში, ალექსანდროული, საფერავი-ძელშავი, ხვანჭკარა და ქვევრის რაჭული მწვანე გვაქვს განთავსებული. ფრანგ მომხმარებელს კი განსაკუთრებით ცოლიკოური და ალექსანდროული მოსწონს. ფრანგი მომხმარებელი საკმაოდ მკაცრად აფასებს უცხოურ, იმპორტირებულ ღვინოს და გვიხარია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება. ამაში განსაკუთრებული როლი ქვევრის მეთოდმა ითამაშა. საფრანგეთის გარდა, ჩვენი ღვინო 7 საექსპორტო ბაზარზე, მათ შორის ბრიტანეთში, ფინეთში, უკრიანაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში იყიდება. რაც შეეხება მოცულობას, აშშ-ში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინოს ვგზავნით” – აღნიშნავს სოფო კობაიძე.

“ნაბერაულის” წარმომადგენელი ექსპორტის მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია აზიის ბაზარზე გასვლაზეც მუშაობს.

“ნაბერაული ახალგაზრდა ბრენდია და პირველი საოპერაციო წელი ბაზარზე სულ ახლახან დაასრულა, ადგილობრივი გაყიდვების და ექსპორტის გაყიდვების წილები თითქმის თანაბარია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ექსპორტის წილის ზრდას ველით.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თავდაპირველი მიზანი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე შესვლა იყო, რაც უკვე მოვახერხეთ, ამ ეტაპზე აზიის მიმართულებით ვართ მობილიზებული” – ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!