დღის სიახლეებიდასაქმების პროგრამაეკონომიკასაინტერესო სიახლეებიფინანსები

რამდენ ზეგანაკვეთურ საათს მუშაობენ საქართველოში?! სექტორთა რეიტინგი

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას იმის შესახებ თუ რა სექტორში დასაქმებული პირები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 16 სექტორიდან, 12 სექტორში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 5.7 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 13 საათს შეადგენს. სამშენებლო სექტორში კი ზეგანაკვეთი კვირაში 8.9 საათია. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებს განათლების სექტორში მუშაობენ, სადაც საშუალო სამუშაო კვირა 29.2 საათია, რაც დღეში 5.84 საათის ტოლია. 

რომელ სექტორში რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ კვირაში:

• ტრანსპორტი და დასაწყობება – 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი;
• სასტუმროები და რესტორნები – 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი;
• მშენებლობა – 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი;
• საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი;
• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – 45.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.7 საათი;
• მრეწველობა – 44.2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.2 საათი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 43 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი;
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 42.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.9 საათი;
• სხვა სახის მომსახურება – 42.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.7 საათი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 42.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.6 საათი;
• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 41.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 1.6 საათი;

ამ სექტორებში დასაქმებულებს ძირითადად არ უწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა:

• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 39.2 საათი კვირაში;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 38.9 საათი კვირაში;
• ხელოვნება, გართობა და დასვენება – 36.6 საათი კვირაში;
• სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 34.2 საათი კვირაში;
• განათლება – 29.2 საათი კვირაში.

მეთოდოლოგია – სამუშაო კვირის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით.

საქართველოში სულ 1.2 მილიონი არის დასაქმებული, მათგან 818 ათასი ადამიანი დაქირავებით დასაქმებულია, 382 ათასი კი თვითდასაქმებული. 

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!