სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებიფინანსები

რატომ გადავიდნენ “Airbnb-ზე დარეგისტრირებული სახლების მეპატრონეები გრძელვადიან გაქირავებაზე

0
გაზიარება

რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები დაწესების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც პირველ ეტაპზე, ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა. ამან კი Airbnb-ის გაყიდვებზეც იმოქმედა. კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძე გადაცემა “საქმიან დილაში” ყვება, რომ Airbnb-ზე დარეგისტრირებული სახლის მეპატრონეებმა საიტი დატოვეს და გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, თუმცა ამ ტენდენციის მიუხედავად, Airbnb-ის მიმართულებით მოთხოვნა ქვეყანაში მაინც მკვეთრად გაზრდილია.

“რუსეთიდან და ბელორუსიიდან ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლის მიუხედავად, მაინც ტურისტული ნაკადების ზრდა სხვა ქვეყნებიდანაც შეიმჩნევა. ამ დროისთვის დატვირთულების მაჩვენებელი 95%-ზე მეტი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდე არსებულ მონაცემებს გადავასწარით”, – ამბობს ნიკა ანჯაფარიძე bm.ge-სთან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის შეიძლება მსოფლიოს გარშემო ბიუჯეტური მოგზაურობები აღარ არსებობდეს, მაგრამ საქართველო სხვისთვის მაინც ბიუჯეტურ მიმართულებად რჩება, ამიტომ ტურისტული ნაკადი საქართველოსკენ მოემართება.

“ადამიანი, რომელიც ბინაში დღეში $150-200-ს გადაიხდის, შეგვიძლია მაღალმხარჯველუნარიანად მივიჩნიოთ. ტურისტები არიან უმეტესად დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც. თითქოს უცებ, პანდემია აღარ არის. როგორც ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ და არავის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს”, – ამბობს კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!