Impact Hub არის აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილი. სივრცე, სადაც ერთიანდებიან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებების მიზნით საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს ახორციელებენ;
• ეს არის შთაგონების წყარო, რომელიც საინტერესო ღონისძიებების, ინოვაციური ლაბორატორიების, სასწავლო პროგრამების, დისკუსიებისა თუ პრეზენტაციების საშუალებით, ხელს უწყობს აქტუალური, პრობლემატური საკითხების წამოწევას, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით;
• Impact Hub არის სივრცე, რომელიც მულტიფუნქციური, მოქნილი ინფრასტრუქტურით საუკეთესო ადგილია მუშაობისთვის, შეხვედრებისთვის, ცოდნის მისაღებად თუ საინტერესო კავშირების დასამყარებლად.
რა არის Impact Hub Tbilisi?
Impact Hub Tbilisi საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც თავს მოიყრიან აქტიური, ენერგიული, მოტივირებული და სიახლეების მოყვარული ადამიანები.
სივრცე, სადაც გაერთიანდებიან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, რომლებიც პოზიტიური ცვლილებების მიზნით საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს განახორციელებენ. Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის პროექტი გრძელდება. უკვე შეირჩა 20 ტექნოლოგიური კომპანია , რომელთა საქმიანობაც საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ინდუსტრიას მოიცავს. ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 20 სტარტაპი 12 კვირიან მუშაობას და 5 ძირითად კომპონენტს მოიცავს :
1.. თემატური სამუშაო სესიები;
2.ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან;
3.ნეთვორქინგი-P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, stand-up-ები;
4. მოწვეული სპიკერის სესიები;
5. დემო დღე- მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.