“ზუგდიდი მოლი” პირველ მომხმარებელს მიმდინარე წლის სექტემბრიდან უმასპინძლებს. ერთსართულიანი სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია.
ზუგდიდი მოლში, რომლისთვისაც დეველოპერული კომპანია “ბლოქსი” 26 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს, ქსელური ოპერატორები იქნებიან წარმოდგენილები. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
აღსანიშნია, რომ სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია “ბლოქსიმ” ერთობლივად იმუშავეს. ამასთან, Cushman & Wakefield სავაჭრო ცენტრების ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს და “ზუგდიდი მოლის” მშენებლობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
“ზუგდიდი მოლი” ზუგდიდის ცენტრში, კერძოდ, კოსტავას 28 ნომერში გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის შუაგულში ასწლოვანი ხეებით, 700 კვ.მ.-ის ღია სივრცე მოეწყობა. გარე პერიმეტრზე კი 150 მანქანისთვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცე იქნება.
აღსანიშნია ისიც, რომ “ზუგდიდი მოლის” არქიტექტურულ ნაწილზე კომპანია “გურგენიძე არქიტექტურამ” იმუშავა.