დღის სიახლეებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებიფინანსები

შხეფი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკისა და კომპანია „შხეფის“ 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ლიმონათის მწარმოებელი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10-მდე დასახელების არაალკოჰოლურ ლიმონათს სთავაზობს, რისი რეალიზაციაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სამომავლოდ, პარტნიორობის ფარგლებში „შხეფი“ პროდუქციის მიმართულებების დამატებასა და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
„შხეფი“ უკვე 7 წელია ოპერირებს ბაზარზე და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 80,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით წარმატებით განვახორციელეთ გადაიარაღების პროცესი და პარტნიორობის ფარგლებში მივიღეთ შენობის, მოკლევადიანი ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო დაფინანსება. ეს ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდა წარმოების ციკლი, ვინაიდან გაგვეზარდა ნედლეულის შესაძენად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ წარმოების ხაზი და შეთავაზებული პროდუქციის სახეობები; ასევე, ავითვისოთ საექსპორტო ბაზრები“, – აცხადებს „შხეფის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!