1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილება, რომელიც დაუფასოებელ სურსათს შეეხო.
განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულო ხდება.
ასევე სავალდებულო გახდა სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება.
ინფორმაციისთვის, აქამდე წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე იყო სავალდებულო, განხორციელებული ცვლილებებით კი 1-ლი აგვისტოდან ყველა სახის სურსათისთვის სავალდებულო გახდა.