დღის სიახლეებისიახლეები

1 ჰექტარი ვენახის სეტყვის საწინააღმდეგო ბადით გადაფარვა 13 000 ლარამდე ჯდება – აგრობადე

0
გაზიარება

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წელს გაიხსნა. კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებლის, ავთანდილ მაისურაძის განცხადებით აქამდე წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, 2 მაისიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო.

მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას საწარმო ვერ ახერხებს. ავთანდილ მაისურაძე ამბობს, რომ იმპორტირებულ ბადეებთან შედარებით, ქართული წარმოების ბადე 20%-ით ნაკლები ღირს.

“საქართველოში პირველად, მხოლოდ ჩვენ მიერ იწარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები. ოფიციალურად 2023 წლის 2 მაისს გავხსენით საწარმო. ჩვენი საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ვაწარმოებთ როგორც ძაფს ასევე ვახორციელებთ, თავად ბადის ქსოვას. შეკვეთები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს, ძირითადად შიდა ქართლიდან ხეხილის ბაღებზე და კახეთიდან, ვენახის ბაღებზე. განსაკუთრებით მოთხოვნა გაიზარდა ბოლო დღეებში, კახეთში სტიქიის შემდეგ. ამ დროისთვის დღეში 10 000 კვ.მეტრის გამოშვება შეგვიძლია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოთხოვნა მზარდია, “- აღნიშნავს ავთანდილ მაისურაძე.

“აგრობადეს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები ფერმერებს ბადის შესყიდვაზე ფასის გამო უთქვამთ უარი. მისი თქმით,  1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.

“ყოფილა შემთხვევები, რომ ფასის გამო უთქვამთ უარი. მთლიანი სისტემა შედარებით ძვირი ჯდება. ფერმერისთვის აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება, რათა შეძლონ პროდუქტის შეძენა. ასევე ჩვენი საწარმოსთვის, თუ კონკრეტული შეღავათები მოხდება, შევძლებთ, სრული პაკეტის ფასის შემცირებას. 1 ლარი მხოლოდ ბადის ღირებულებაა. ჯამში, მონტაჟით და სხვა აღჭურვილობით, რაც სისტემის გასამართად საჭიროა,  1 ჰექტარის გადაფარება, 12 000 -იდან 13 000 ლარამდე ჯდება,“- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!