დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

1-ლი იანვრიდან სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა

0
გაზიარება

ახალი რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს ამკრძალავი ნიშნები, გამაფრთხილებელი ნიშნები,ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.

რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია.

სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს:

  • ამკრძალავი ნიშნები – საფრთხის გამომწვევი მოქმედების აკრძალვისთვის;
  • გამაფრთხილებელი ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთათვის საშიშროების ან საფრთხის მისათითებლად;
  • სავალდებულო ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთა მიერ კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად;
  • საინფორმაციო ნიშნები – დამატებითი ან განსხვავებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • აბრა, ფირნიში, გეომეტრიული ფორმის, ფერისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაცია გამოიყენება – დასაქმებულის და მესამე პირისათვის კონკრეტული მაფრთხილებელი ან საფრთხის შემცველი ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • მანათობელი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს – დღე-ღამის ბნელ დროს ან გაუნათებელ ადგილებში კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად;

პერიოდულობით გამოსაყენებელი და კომბინირებული ნიშნები კი – დროის გარკვეულ პერიოდში დასაქმებულის ან მესამე პირისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!