RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

10 კომპანია, რომელსაც 2021 წელს ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა

0
გაზიარება

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით კი, 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშებისაა

  1. შპს სოკარ ჯორჯია გაზი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯიას საკუთრებაა, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16.3% არაბთა გაერთიანებულ საამიროში რეგისტრირებულ EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს, 8.1%-ი კი, Intersun Holding FZCO-ს.
  2. შპს კავკასიის ავტოიმპორტი – წილის 34.8% აშშ-სა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს გიორგი სურგულაძეს ეკუთვნის, 27.9% ლევან სურგულაძეს თუმცა წილის მმართველი ამ შემთხვევაშიც გიორგი სურგულაძეა. 27.2% ფლობს გიორგი გულაშვილი. 10%-ს კი, დავით გულაშვილი.
  3. შპს ჯორჯიან მანგანეზი – წილის 100%-ს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი ფლობს.
  4. შპს ბეთლაივი – წილის 40%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი ფლობს. წილის 38%-ს სულიკო ვარსემაშვილი, 19%-ს დავით ველიჯანაშვილი, 3%-ს კი, თამაზ ხარაიძე.
  5. შპს ჩემპიონები 111 – წილის 100%-ს შვედეთში რეგისტრირებული Betsson Perch Investments AB-ს ფლობს.
  6. შპს ავიატორ – წილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ატლას ჰოლდიგი ფლობს. რომლის სამთვალყურეო საბჭოც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯერემი პიტერ ჯექსონია. თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ უგულავა. წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დანიელ მარკ ტეილორი და რობერტ ქოლდრეიკი. ასევე ივანე თარხნიშვილი. დირექტორი კი, აზერ მამმადოვი.
  7. შპს ლიდერ-ბეთ სლოტი – 40% წილის მესაკუთრე ქართლოს დიასამიძეა, 30-30%-ს კი ბესიკ ხოკერაშვილი და აკაკი შუბითიძე ფლობენ.
  8. შპს ფულ ჰაუსი – წილის ყველაზე დიდ ნაწილს 35%-ს თემურ მიქელაძე ფლობს. 16.6%-ს ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ-ი ფლობს, რომელიც ავსტრიაშია რეგისტრურებული. 16.6%-ს ფლობს ისრაელის მოქალაქე გიგი ლევაი-ვეისი. ასევე 16.6%-ს ფლობს ავსტრიელი მანფრედ ბოდნერი. 5% ეკუთვნის ავსტრიის მოქალაქე კლაუს გემალ რასმუსსენს. 2.5-2.5%-იან წილებს ფლობს 4 ადამიანი: გიორგი ბარნაბიშვილი, ბაკურ ხარჩილავა, ზურაბ ერქომაიშვილი, გურამ დოლიძე.
  9. შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – აქაც წილის100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია ფლობს, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16.3% არაბთა გაერთიანებულ საამიროშია რეგისტრირებულ EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს, 8.1%-ი კი, Intersun Holding FZCO-ს.
  10. შპს მარსი – წილის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯიას ეკუთვნის. მმართველი ორგანო კი პარტნიორთა კრებაა. დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე გერმანიის მოქალაქე სტეფან იულიუს ჰეილმანია. წევრები, კობა გიგლემიანი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ობდულიო ბაკარეზე და რობერტ გრანტ ჰოსკინი

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!