დღის სიახლეებისიახლეები

10 პროდუქტის,რომელიც საქართველომ 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19,042 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5,592 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 31.8 %-ით), ხოლო იმპორტი 13,450 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა 33.2%-ით).

10 პროდუქტი,რომელიც საქართველომ 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 1.02 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 2021 წელთან შედარებით 25.6%)
  2. მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 98%)
  3. ფეროშენადნობები – 459. 8 მლნ აშშ დოლარი (კლება 2021 წელთან შედარებით 3.7%)
  4. აზოტოვანი სასუქები – 281. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 135.5%)
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 252 5 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.5%)
  6. სპირტიანი სასმელები – 148 14 მლნ აშშ დოლარი (კლება 4.9%)
  7. მინერალური და მტკნარი წყლები – 112. 5 მლნ აშშ დოლარი (კლება 20.7%)
  8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 109. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 10.4%)
  9. თხილი და სხვა კაკალი – 102. 5 მლნ აშშ დოლარი (კლება 13.3% )
  10. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 84. 5 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 91.8%)

დანარჩენი საქონელი – 2.113 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 34.2%)

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტს საქართველოში:

  1. მსუბუქი ავტომობილები – 1.6 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.1%)
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 62.4%)
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 775.2 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.3%)
  4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 461.3 მლნ აშშ დოლარი (ზრდა34.7%)
  5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 404 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.7%)
  6. სატელეფონო აპარატები – 323.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 43.2%)
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 182.9 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 23.8%)
  8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 130. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 28.1%)
  9. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 118.9 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 60.1%)
  10. სატვირთო ავტომობილები – 103.4 მლნ აშშ დოლარი (კლება 2021 წელთან შედარებით 1.8%)

რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, სრულად იმპორტმა 7.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან მიმართებით ზრდამ კი, 28.4%

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!