2022 წელს 9 თვეში საქართველომ ევროზონაში 93,971 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტები გაიტანა, რაც 4,5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა, მეტია 2020 და 2019 წლების იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ ევროპის ქვეყნებში:
- თხილი და სხვა კაკალი – 42,517 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 23,765 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 6,726 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 5,302 მლნ აშშ დოლარი
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 3,737 მლნ აშშ დოლარი
- ნაყოფები გამხმარი -2,995 მლნ აშშ დოლარი
- წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან – 2,363 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 1,843 მლნ აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 773.6 ათასი აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 680.9 ათასი აშშ დოლარი