2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
,,ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
კომბოსტო – 263.3%-ით
ბადრიჯანი – 61.3%-ით
ქლიავი – 60.2%-ით
კარტოფილი – 39.9%-ით
მარგარინი – 37.8%-ით
წიწიბურა – 37.8%-ით
შაქარი – 32%-ით
მანდარინი – 27.1 %-ით
ჭარხალი – 26.7%-ით
ხორბლის პური – 24.5%