ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა,რომელიც ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება და ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას.
„სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება 2023 წელს 200 ლარი იქნება. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ, 200 ლარიან დახმარებას.2023 წლიდან დაგეგმილია ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია. ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით.ასევე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დეკრეტული შვებულების თანხა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 2000 ლარი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.