12 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 25 ათას ტონამდე რქაწითელი, 18 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის,დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.