დღის სიახლეებისიახლეები

12 ყველაზე საშიში ხილი და ბოსტნეული მსოფლიოში

0
გაზიარება

ხილისა და ბოსტნეულის ნაწილი მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. EastFruit-მა სტატია მოამზადა 12 ხილისა და ბოსტნეულის შესახებ, რომელთა მოხმარებამაც შესაძლოა, ფატალური შედეგი მოიტანოს.

მანჩინელი – ცნობილი როგორც „სიკვდილის ვაშლი“ კარიბის ზღვის კუნძულებზე ხარობს. ის სუნითა და გარეგნობით ვაშლს ჰგავს. მიუხედავად უვნებელი გარეგნობისა, მანჩინელის ნაყოფი უამრავ ტოქსინს შეიცავს და ხელის ერთმა შეხებამაც კი შესაძლოა, რესპირატორული პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით საზიანოა მისი წვენი, რომელზე შეხებაც კანის ძლიერ დამწვრობას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და რიგ შემთხვევებში გარდაცვალება იწვევს.

sdcv-1723404031.jpg

აკე – გავრცელებულია იამაიკაში და ხშირად ტრადიციული კერძების მოსამზადებლად გამოიყენება. მისი გამოყენება მწიფე მდგომარეობაში უსაფრთხოა, თუმცა დაუმწიფებელი აკე ტოქსიკურ ჰიპოგლიცინ A-ს შეიცავს, რაც პირღებინებას, ჰიპოგლიკემიას, კომატოზურ მდგომარეობასა და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, გარდაცვალებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ აკეს საფრთხეს წარმოადგენს, იგი მაინც რჩება იამაიკელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილად.

akifruit-1723404053.jpg.webp

ჯატროფა – ესაა მცენარე, რომელიც ხარობს მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. მისი ნაყოფი და წვენი ძლიერ ტოქსინებს შეიცავს და მისმა დაგემოვნებამ შესაძლოა, გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები: კუჭ-ნაწლავის პრობლემა, წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ყელის მიდამოებში, მწვავე დეჰიდრატაცია, გასტროენტერიტი, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა. მცენარესთან კონტაქტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი. მიუხედავად ტოქსიკურობისა, აღნიშნულ ხილს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულება გააჩნია, კერძოდ, მისი ზეთი, რომელიც მცენარის თესლისგან მზადდება, ბიოსაწვავის წარმოების პირველად წყაროს წარმოადგენს.

yatropha-1723404069.jpg

სტრიქნინი – სტრიქნინის ხე ტროპიკული მცენარეა, რომელსაც ნარინჯისფერი ან მწვანე ნაყოფი აქვს. აღნიშნული ხილი შეიცავს ძლიერ და მომაკვდინებელ ტოქსინს – სტრიქნინს. სტრიქნინის მცირე რაოდენობით მიღებაც კი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს.

strychninetree-1723404105.jpeg

Abrus precatorius – რამდენიმე სახლით არის ცნობილი, მას ხშირად უწოდებენ „წითელ ბარდას“. ის პარკოსანი მცენარეების ოჯახს მიეკუთვნება. მისი თესლი შეიცავს აბრინის ტოქსინს. ეს ტოქსინი არღვევს ცილების სინთეზს და ერთი მარცვლის მიღებაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

asdsadasd-1723404160.jpg

ალუბლის კურკები – ის სახიფათოა სიცოცხლისთვის, რადგან ის შეიცავს ციანიდს. მიუხედავად ამისა, კურკაში ციანიდის რაოდენობა მცირეა და დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს.

kostochkavyshn-1723404174.jpg

მწვანე კარტოფილი – დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს მწვანე კარტოფილიც. კარტოფილის მწვანე შეფერილობა განპირობებულია ქლოროფილის არსებობით, რომელიც უვნებელია. მიუხედავად ამისა, მწვანე შეფერილობა მიუთითებს სოლანინის არსებობაზე – ეს ტოქსინი საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

kartzelen-1723404222.jpg

მწვანე ნუში – ის შეიცავს ციანიდს. ეს არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ფატალური შედეგის მოტანა შეუძლია. იმისთვის, რომ მწარე ნუშის გამოყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში შესაძლებელი იყოს, გადის საფუძვლიან თერმულ დამუშავებას, რათა ტოქსიკური ნივთიერებებისგან გათავისუფლდეს. ამრიგად, მაღაზიებში არსებული ნუშის პროდუქტი დამუშავებული და უსაფრთხოა.

mindalzelen-1723404237.jpg

რევანდი – ვარდისფერი და მწვანე შეფერილობის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ის შეიცავს ოქსილის მჟავას. ეს არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა.

reven1-1723404255.jpeg

კასავა – ეს არის ბუჩქოვანი მცენარე, რომელსაც მთელ მსოფლიოში 800 მილიონ ადამიანზე მეტი მოიხმარს. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ნედლი კასავას გამოყენება სახიფათოა იქიდან გამომდინარე, რომ ის შეიცავს ციანოგენურ გლიკოზიდებს, რომლებიც შესაძლოა, ციანიდად გარდაიქმნას.

manioka-1723404293.jpg

სატაცური – ეს მცენარე მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იზრდება მისი წარმოებაც. როგორც წესი, საკვებად გამოყენება ღეროები. სატაცურის მცენარეს გააჩნია წითელი მარცვლები, რომელიც შეიცავს ტოქსინს, რომელსაც შეუძლია მოწამვლა, დიარეის გამოწვევა ან შეხების შემთხვევაში კანის გაღიზიანება.

efsparzha-1723404308.jpg

კარამბოლა – ვარსკვლავის ფორმის ეგზოტიკური მცენარეა, სწორედ ამიტომ, მას ვარსკვლავის ხილსაც უწოდებენ. კარამბოლა აქვს არაერთი სასარგებლო მახასიათებელი, მაგალითად დაბალკალორიულია და შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. თუმცა, ის შეიცავს ოქსალატებს, რაც საშიშია თირკმელების დაავადების მქონე პირებისთვის. ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა, თირკმელების დაზიანება, კრუნჩხვები და გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.

karambola-1723404324.jpg

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!