15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, შესაბამისად ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
15 იანვარს უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, თუ რომელ კონკრეტულ მედიკამენტის ფასს დაარეგულირებს მთავრობა პირველ ეტაპზე. შესაბამისად, მთავრობამ განსაზღვრა ღირებულების ზედა ზღვარი, რაზე მაღალ ფასადაც კონკრეტული მედიკამენტი ვეღარ გაიყიდება.
ამ მედიკამენტებს შორისაა: amiodarone, amlodipine, amoxicillin, atorvastatin, azithromycin, bicalutamide, bisoprolol, budesonide, capecitabine, carbamazepine, carboplatin, levothyroxine sodium, lamotrigine და ა.შ. დადგენილებაში მითითბულია ასევე, რა უნდა იყოს კონკრეტული მედიკამენტის ღირებულების ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის.