დღის სიახლეებიეკონომიკა

15 მლნ ტონით მეტი საკვები ევროკავშირში იმპორტირებულ სურსათზე იყრება

0
გაზიარება

ევროკავშირში ყოველწლიურად 153 მილიონი ტონა საკვები იყრება, რაც იმპორტირებულ სურსათს ბევრად აღემატება. ინფორმაციას The Guardian ევროპული ორგანიზაცია FeedBackEU-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევა დაფუძნებულია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებზე. FeedBackEU-ის შეფასებით, ევროკავშირში ყოველწლიურად, დაახლოებით, 153 მილიონი ტონა საკვები იყრება, რაც წინა შეფასებაზე ორჯერ მეტია. ხოლო, რაც შეეხება  გადაყრილი საკვების ოდენობას იმპორტირებულ სურსათზე 15 მილიონი ტონით მეტია. 2021 წელს ევროკავშირისთვის სურსათის მიწოდებამ, თითქმის, 138 მილიონი ტონა შეადგინა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ პროდუქციის არარაციონალური მოხმარება გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს და ევროკავშირში სითბური გაზის გამონაბოლქვის, მინიმუმ, 6%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის, დაახლოებით, 20% ნადგურდება. ნარჩენების ეს მასშტაბი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, მაშინ, როცა, FeedBackEU-ის მონაცემებით, „ბლოკის 33 მილიონ ადამიანს ხარისხიანი კვება ყოველ მეორე დღეს შეუძლია.“

ევროკავშირის ქვეყნები 2030 წლისთვის საკვები ნარჩენების 50%-ით შემცირების შესახებ წინადადებებს, სავარაუდოდ, წელს წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას კი The Guardian ავრცელებს

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!