დღის სიახლეებისიახლეები

170 გაყიდული პორშე და 20 მილიონი ლარის ინვესტიცია„პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში  

0
გაზიარება

2022 წელს „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი გაიხსნა,რომელიც Porsche-ს ახალი კონცეფციით შექმნილი ერთ-ერთი პირველი ცენტრია მსოფლიოში. ახალი მიდგომა მომსახურებაში, მრავალფეროვანი არჩევანი და უმაღლესი სტანდარტის სერვისი – ამ კომპონენტებს აერთიანებს Destination Porshe კონცეპტი, რომელიც „პორშე ცენტრი თბილისში“ წარმატებით დანერგეს და რომელმაც პორშეს მსოფლიო წარმომადგენლობებს შორის საუკეთესო შოურუმის სტატუსი მოიპოვა.

„პორშე ცენტრი თბილისისთვის“ 2022 წლის მთავარი მოვლენა განახლებული კონცეპტუალური შოურუმისა და ახალი სერვისცენტრის გახსნა იყო. თანამედროვე დიზაინის შენობა 1800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ცალკეა გამოყოფილი პორშეს კონფიგურატორის ოთახი და ელექტრომობილების კუთხე. „პორშე ცენტრი თბილისში“ განმარტავენ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტში კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.ვითარება 2022 წლის განმავლობაში არასტაბილური იყო. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორად მოვრგებოდით სიტუაციას, მოგვეხდინა ადაპტაცია და ვყოფილიყავით მოქნილები. ამან საშუალება მოგვცა, საბოლოო ჯამში, წელი წარმატებით დაგვესრულებინა. ჩვენ რომ ერთი სტრატეგია აგვერჩია და მთელი წლის განმავლობაში მას გავყოლოდით, არ შეგვეცვალა მიმართულება ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამ შედეგზე ვერ გავიდოდით.

„პორშე ცენტრი თბილისმა“ 2022 წელს 170 პორშე გაყიდა, მათ შორის ყველაზე მეტი – Porsche Cayenne. ამ მოდელზე მოთხოვნა გასულ წელს განსაკუთრებით დიდი იყო. მიმდინარე წელს კომპანიაში გაყიდვების 50%-იან ზრდას ვარაუდობენ და 2023 წელს კიდევ უფრო მოქნილი სამოქმედო გეგმით იწყებენ.

„რამდენადაც პორშეს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ პროცესის პარალელურად აუცილებელი გახდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც. „პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. დამტენების სადგურების ქსელს ეტაპობრივად ვაფართოებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მიერ განთავსებული დასამუხტი მოწყობილობით სარგებლობა არა მხოლოდ „პორშეს“, არამედ სხვა ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებსაც შეუძლიათ“, – პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი.

„პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობასაც ნიშნავს, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.

2024 წელს ახალი შოურუმი ბათუმში გაიხსნება.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!