დღის სიახლეებისიახლეები

179,600 კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდება

0
გაზიარება

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10.5%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ წლიური ინფლაცია უკვე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა და 1.5%-ს შეადგენს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა მოხდეს.
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179600 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 10.5% დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.7 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აპრილიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა, მთლიანი პორტფელი – 10.68 მილიარდიდან 10.71 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

179600 ხელშეკრულებიდან 78200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.77 მილიარდი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 20.66% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 72500 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.89%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3.43 მილიარდი ლარია.

28000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აპრილთან შედარებით 300-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 5.47 მილიარდი ლარია, საშუალოდ 14.43%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 26.11%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15 მილიონი ლარია.

1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე – 26.11%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი – 20.66%-იანი განაკვეთით.

1 მაისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. 1 აპრილის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება ფიქსირდება ავტო სესხებზე 16.88%-დან 26.11%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. 2022 წლის შუა პერიოდიდან საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები ეტაპობრივად იკლებს, ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს უახლოვდება. მაისში წლიური ინფლაცია 1.5%-ია, ხოლო წლის ბოლომდე 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არ არსებობას. საკმაოდ მაღალია ეკონომიკური ზრდა, რამაც პირველ 4 თვეში 7.7% შეადგინა და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის საკმაოდ დიდ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია რომ განაკვეთის შემცირების ტემპები დაბალი იქნება მაღალი გაურკვევლობის პირობების არსებობის გამო.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!