დღის სიახლეებისიახლეები

186 632 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

0
გაზიარება

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა და დღეიდან რეფინანსირების განაკვეთი 10% იქნება. შედეგად კი 186 632 მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ცნობით, 2023 წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186 632 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 186 632 მსესხებელს პირდაპირ შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. ასევე, რეფინანსირების განაკვეთი არაპირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთებზე და განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. 186 632 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული და შინამეურნეობებზე 6.6 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 4.8 მლრდ. ლარის (42%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 5.8 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.6 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+36%), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 19%-ით და 14%-ით გაიზარდა, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 178 542 ლარს, იპოთეკურის 49 070 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 24 274 ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი და 26 მლრდ. ლარს მიაღწია 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 44%-ს შეადგენს. აგვისტოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების ზრდის ტემპი შენელდა და გაცემული სესხები 1%-ით შემცირდა. აღნიშნული შემცირება ძირითადად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემცირებით არის გამოწვეული (-2.5%), ვინაიდან, შინამეურნეობებზე გაცემული სესხები მცირედით გაიზარდა (+0.7%). ხელშეკრულებების რაოდენობა კი წლიურად 3.4%-ით არის შემცირებული.

1-ლი აგვისტოს მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.91% შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. გაცვლითი კურსის დაბალი მერყეობა ამცირებს იმპორტირებულ ინფლაციას. ასევე, შემცირებულია მიგრანტების შემოდინება, რაც აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე და ინფლაციურ მოლოდინებზე. სესხების ზრდის ტემპი ჩამოუვარდება 2016-2022 წლებში არსებულ საშუალო ზრდის ტემპს და სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შერბილება. ვინაიდან, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და არსებული ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემთხვევაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შემცირება,“- აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!