1.მომავალი მისია, ვინც რისკავს და არა მისი, ვინც უსაფრთხოებასა და გარანტიებს ეძებს – ბრაიან თრეისი, სპიკერი, ბიზნესლიტერატურის ავტორი
2. წინსვლის საიდუმლო დაწყებაშია – მარკ ტვენი, ამერიკელი მწერალი
3. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მიდიხარ; მთავარია, არ გაჩერდე – კონფუცი, ჩინელი ფილოსოფოსი
4. გვერდით ისეთი ადამიანები დაიყენე, რომელთა ქცევაც შენსას ჯობია და თანდათან შენც მათ ჩვევებს აითვისებ – უორენ ბაფეტი, ბიზნესმაგნატი, ინვესტორი
5. თუ მარცხისგან გაკვეთილი მიიღე, არ წაგიგია – ზიგ ზიგლარი, გაყიდვების სპეციალისტი, სპიკერი
6. თოვლის ფიფქის სილამაზე რომ დააფასო, ყინვაში უნდა გახვიდე – არისტოტელე, ძველბერძენი ფილოსოფოსი
7. წარუმატებლობათა დიდი ნაწილი მოდის მათზე, ვინც ვერ მიხვდნენ, რამდენად ახლოს იყვნენ წარმატებასთან და დანებდნენ – თომას ედისონი, ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი
8. პრობლემა ის კი არ არის, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს საჭირო რაღაცების გასაკეთებლად, არამედ ის, რომ ჩვენ ბევრად მეტი რამის გაკეთება იმ დროში გვინდა, რაც გვაქვს – გარი კელერი, ჯეი პაპასანი “მხოლოდ ერთი რამ”
9. არ არსებობს სიტყვა “ვეცდები”, უბრალოდ “უნდა” ადგე და გააკეთო – რეი ბრედბერი, ამერიკელი მწერალი
10. მას, ვისაც დამწყები უმეცრის პოზიციაში ყოფნა არ უნდა, ვერასდროს ვერაფერს ისწავლის. მაგრამ ის, ვინც დღეს დამწყებია, ხვალ ოსტატი იქნება – ჯორდან ბ. პეტერსონი, “წესრიგს მიღმა. ცხოვრების კიდევ 12 წესი”
11. ბედი შინ არ გესტუმრება – მას თავად უნდა მიაკითხო -კარლოს რუის საფონი, ესპანელი მწერალი
12. ბიზნესი, რომელიც ფულის შოვნის გარდა არაფერს აკეთებს, ცუდი ბიზნესია – ჰენრი ფორდი, ამერიკელი ბიზნესმენი, Ford-ის დამფუძნებელი
13. უთხარით მთელ მსოფლიოს, რისი გაკეთებაც გსურთ, მაგრამ ჯერ გააკეთეთ – ნაპოლეონ ჰილი, “იფიქრე და გამდიდრდი”
14. ნურავის მისცემთ უფლებას, თავი არაფრით გამორჩეულად გაგრძნობინოთ – ტეილორ ჯენკინს რიდი, ამერიკელი მწერალი
15. მირჩევნია, ვიყო ყველაზე სუსტი მოთამაშე მოედანზე, ვიდრე გულმხურვალე გულშემატკივარი ტრიბუნებზე – ჯერემი გოლდბერგი, ავტორი, TEDx სპიკერი
16. თუ საკუთარი ოცნებები არ გაშინებს, ე.ი. ოცნებებს გასაქანს არ აძლევ – რიჩარდ ბრენსონი, ბიზნესმაგნატი, Virgin Grou-ის დამფუძნებელი
17. იცხოვრო, ყველაზე იშვიათი რამაა სამყაროში. უმეტესობა მხოლოდ და მხოლოდ არსებობს – ოსკარ უაილდი, ირლანდიელი მწერალი, პოეტი
18. სათავეში რომ მოხვდე, თავი განავითარე – ბერტი ჩარლს ფორბსი, ჟურნალ Forbes-ის დამფუძნებელი
19. წარმოსახვას საზღვრები არ აქვს. იოცნებე და განახორციელე – ჯონ ჰეგარტი, “ჰეგარტი რეკლამის შესახებ”