„ღირსეული შრომის დღის წესრიგი – საჭიროებების შეფასებადა გზამკვლევი“ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით საქართველოში სამუშაო დროის რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები და შეუსაბამობაა შრომის საერთაშორისო ნორმებთან.
კვლევის ფარგლებში მთლიანობაში ჩატარდა 17 ინდივიდუალური ინტერვიუ და 2 მინი-ფოკუსჯგუფი. სულ გამოიკითხა 23 რესპონდენტი. ინტერვიუები ჩატარდა 2021 წლის ივნის-ივლისში.
კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხი. ამასთან, კანონმდებლობა არ აკონკრეტებს კონკრეტულ მოცულობას, თუ რამდენი პროცენტით უნდა აანაზღაურონ ზეგანაკვეთური შრომა და იწვევს ორაზროვნებას.
„შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დადგინდეს სამუშაო დროის ზეგანაკვეთური შრომის მაქსიმალური დღიური ლიმიტი, 2 საათის ოდენობით; შრომის კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის მინიმალური 125-პროცენტიანი გაზრდილი ოდენობით. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებზე დაყრდნობით, შრომის ინსპექციამ გამოსცეს რეკომენდაცია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების 125%-იანი განაკვეთის თაობაზე,“- აღნიშნულია კვლევის რეკომენდაციების ნაწილში.