მოწყობილობა, რომელსაც Apple-ის თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, აშშ 2 თებერვალს იხილავს, პროდუქტის ღირებულება – Vision Pro 3 499 დოლარი იქნება.
ეს არის პირველი მსხვილი პროდუქტი 2015 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ Apple Watch-ი გამოუშვა.
BBC წერს,რომ მოწყობილობას ექნება 256 GB მეხსიერება და განმარტავს, რომ ყურსასმენის თვალთვალის ტექნოლოგია შესაძლოა, მხოლოდ ერთი დომინანტური თვალის მონიტორინგით ფუნქციონირებდეს. ეს კი მათთვის, ვისაც არ აქვს ორივე თვალის სრულად გამოყენების საშუალება.