აჭარადღის სიახლეებისიახლეები

20 ნოემბერს ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება

0
გაზიარება

სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება. ერთი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი.

წელს აჭარული დეკორაციებით გაფორმებული ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგობები იქნება, რომლის დეკორაციებითაც გაფორმდება საფესტივალე სივრცე. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. „განდაგანა“-ს ფარგლებში ასევე მოეწყობა კულინარიული შეჯიბრება, რომელზეც გუნდები კულინარიული გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ რამდენიმე მივიწყებულ კერძს მოამზადებენ. სტუმრებს კი აჭარული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

წელს, პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახის გაცოცხლდება უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი- ,,ფადიკო“, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყება და ერას მოედანზე დასრულდება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, ასევე კახაბერი და ხანუმები იზრუნებენ.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!