2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკური პირი, 954 იურიდიული პირი, გამოწერილია 10 624 ოქმი, ხოლო საჯარიმო თანხის ოდენობამ ჯამში, 3 417 303 ლარი შეადგინა.
2018-2021 წლებში, თბილისში, მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ჯამში, 7 659 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ჯამში, 2915 ოქმი; ხოლო სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის – 50 ოქმი. საჯარიმო თანხის ოდენობამ 2018-21 წლებში 3 417 303 ლარი შეადგინა.