ეკონომიკა

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა 147.3 მლნ ლარი შეადგინა – საქსტატი

0
გაზიარება

2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.5 პროცენტი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა 47.6 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის.

„2021 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 147.3 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 16.2 მლნ. ლარი (11 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავლებია, 125.2 მლნ ლარი (85 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 5.9 მლნ ლარი (4 პროცენტი) მიეკუთვნება სხვა სახის შემოსავლებს.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 92.8 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27.4 მლნ. ლარია,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

ამასთან, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.2 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.1 ათას კაცს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

ვაკეში „შინხოფერის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ვაკეში სუპერმარკეტების ქსელ „შინხოფერის“ ახალი მაღაზია 190 კვ.მ. ფართობზე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!