2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჯამური ოდენობა 14 მილიონი ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპმა კი 39% შეადგინა. სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობის ზრდა არ ყოფილა ისეთი შესამჩნევი დოლარში, როგორიც ლარში. ინფორმაცია აღნინშულია PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უცხოელი სტუდენტებისა და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დინამიკას ეხება.
წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3 508-იდან (27 ქვეყნიდან) 20 690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3% იყო.
უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც.2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. უცხოენოვან პროგრამებში მედიცინასთან კადავშირებული მიმართულება ლიდერობს.
2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, საშუალო გადასახადი 4 300 ლარიდან 9 400 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო გადასახადის წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 9% იყო.