2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19,042 მლრს აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 5,592 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13,450 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა 33.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წელს, 7,857 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (736.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (672.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (651.6 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2, 370 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1,835 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1,126 მლრდ აშშ დოლარი).
2022 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2,806 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2,487 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1,862 მლრდ აშშ დოლარი).
2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1,024 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 903.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 459.8 მლნ. აშშ დოლარით (8.2 პროცენტი).