Reuters – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2022 წელს ვერცხლზე მოთხოვნა მსოფლიოში 16%-ით გაიზრდება, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ დეფიციტს შექმნის ამ ლითონზე.
ორგანიზაციის პროგნოზით, წელს სამკაულებისათვის, მონეტებისათვის თუ სხვა ნაკეთობებისთვის ვერცხლის გამოყენების მაჩვეებელი რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.
ელექტრომობილებზე გადანაცვლების პროცესში სულ უფრო მეტად იყენებენ ვერცხლს ავტომობილების დამამზადებლებიც, თუმცა ამ სექტორის წილი მთლიანი მოთხოვნის მხოლოდ 5%-ია. მზის პანელების სექტორზე მოთხოვნის 10% მოდის.დაბალი ფასების გამო ინდოეთში უკვე გაორმაგდა მოთხოვნა 2021 წელთან შედარებით. Silver Institute ვარაუდობს, რომ წელს დეიფიციტი 194 მლნ უნციას შეადგენს, რაც ბევრად მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე, 48 მლნ უნციაზე.მოთხოვნის შემცირება მომავალი წლიდანაა მოსალოდნელი.
2022 წელს ვერცხლის ფასები დოლარის გამყარების პარალელურად თითქმის 10%-ით დაეცა და ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნციის ფასი 21 აშშ დოლარამდეა.