2022 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 41%-ით, 221 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა,“- ნათქვამია კვლევაში.
„2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
კვლევებით 2022 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.