დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის უმსხვილესი ბიზნეს-გარიგებების Top-10

0
გაზიარება

Refinitiv-ის მონაცემების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიების შერწყმა-შთანთქვის ბაზარზე გამოცხადებული გარიგებების მოცულობა 34%-ით შემცირდა და 2,81 ტრლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელი M&A-ს გლობალური ბაზრისთვის რეკორდული 5,7 ტრლნ დოლარით დასრულდა.

ვითარება არც 2022 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესებულა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მონაცემებით, 2022 წელს გამოცხადებული შერწყმა-შთანთქვის მოცულობა 35%-ით, 3,55 ტრლნ დოლარამდე შემცირდა. M&A-ს გლობალური ბაზარზე, 2021 წლის მსგავსად, ყველაზე აქტიური მაღალტექნოლოგიური სექტორი იყო, რომლის გარიგებების მოცულობამ 894 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჯანდაცვა – 326 მლრდ დოლარით, შემდეგ ფინანსები – 284 მლრდ დოლარით და ბოლოს, უძრავი ქონება – 282 მლრდ დოლარით.

WSJ-ის მიხედვით, ყველაზე დიდი გარიგებების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. Microsoft კომპიუტერული თამაშების დეველოპერ Activision Blizzard-ს ყიდულობს – გარიგების თანხა 68,7 მლრდ დოლარი
  2. ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Broadcom-ის მიერ ღრუბლოვანი გამოთვლების ლიდერი დეველოპერის, VMWare-ს შესყიდვა – 61 მლრდ დოლარი
  3. ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენა – 44 მლრდ დოლარი
  4. უმსხვილესმა ინდურმა ბანკმა, HDFC-მა თავისი აქციონერის, Housing Development Finance Corp-ის შესყიდვა გამოაცხადა – 40 მლრდ დოლარი
  5. ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია, Amgen წამლების მწარმოებელ Horizon Therapeutics-ს ყიდულობს – 27,8 მლრდ დოლარი
  6. მსოფლიოში საწყობების უმსხვილესი ოპერატორი, ProLogis იმავე სექტორის ოპერატორ Duke Realty-ს ყიდულობს – 26 მლრდ დოლარი
  7. საინვესტიციო Blackstone ნიდერლანდურ ლოგისტიკურ კომპანია Mileway-ს თავისივე ინვესტორებზე ყიდის, რომელიც საწყობებსა და „ბნელ სამზარეულებს“ (dark kitchen) ამუშავებს – 23,81 მლრდ დოლარი
  8. საცალო ამერიკული მოვაჭრე Kroger, რომელიც Walmart-ის შემდეგ მეორეა, რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ სუპერმარკეტების ქსელ Albertsons-ს ყიდულობს – 24,77 მლრდ დოლარი
  9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Adobe 2012 წელს შექმნილ სტარტაპ Figma-ს ყიდულობს, რომელიც რეალური დროის რეჟიმის დიზაინს ღრუბლოვანი პროგრამებით უზრუნველყოფს – 20 მლრდ დოლარი
  10. ჯანდაცვის პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი, Johnson & Johnson (J&J) სამედიცინო იმპლანტების მწარმოებელ Abiomed-ს ყიდულობს – 18,99 მლრდ დოლარი

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!