მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 7 709 389 609 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 1 541 715 329 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით – 1 303 769 454 ლარის მობილიზება მოხდა.
ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
2023 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 6 147 116 128 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 1 424 045 866 ლარი შევიდა.