დღის სიახლეებისიახლეები

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის

0
გაზიარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევის განცხადებით გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი ძრავები – აშშ, ევროპა და ჩინეთი – ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.

„ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა – აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი – ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას. პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება.ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, – აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა. მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უკრაინის ომი, ინფლაციური ზეწოლა, ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სხვა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!