საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 838 ათასს შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
პენსიის მიმღებთა უმრავლესობა, 254 ათასი რეგისტრირებულია თბილისში, 132 ათასი – იმერეთში, 88 ათასი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 83 ათასი ქვემო ქართლში ფიქსირდება.
2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფიქსირდება პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა.