დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ვალი 24 172 488 600 დოლარს შეადგენს

0
გაზიარება

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების კვალდაკვალ, საგარეო ვალდებულებები ეზრდება საქართველოსაც, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ვალი 24 172 488 600 დოლარს შეადგენს. ეს კი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 605.263 მლნ დოლარით მეტია, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საგარეო ვალდებულებების მოცულობა 23 567 225 300 დოლარს შეადგენდა.

ვალის მოცულობაში სამთავრობო სექტორის წილი თითქმის 36%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 661 470 000 დოლარს შეადგენდა, აქედან ეროვნული ბანკის იყო 874 123 400 დოლარი.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7 262 504 100 დოლარს; სხვა სექტორების – 4 645 097 100 დოლარს; არასაბანკო საფინანსო კორპორაციების – 140 890 700 დოლარს და ა.შ.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს, ის მხოლოდ სამთავრობო ვალის მოცულობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა და 2024 წლის მარტის მდგომარეობას ასახავს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი იყო.

გლობალური ვალი რეკორდულ დონემდე, 315 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. მონაცემებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IIF) ავრცელებს. მხოლოდ პირველ კვარტალში მსოფლიო ვალი 1,3 ტრლნ დოლარით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!