2023 წლის ბიუჯეტი 500 მლნ ლარით იზრდება, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
„წლევანდელი ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ ეს იყო 5%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკის და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ვაკორექტირებთ ბიუჯეტს.
წლევანდელი ბიუჯეტი 500 მლნ ლარით გაიზრდება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუ როგორ შეიცვლება ბიუჯეტი და რაზე გადანაწილდება აღნიშნული 500 მლნ ლარი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.