ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 390.960 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 208.504 მლნ დოლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.473 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21.694 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წლის მარტის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.082 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.064 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის თებერვლის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.264 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.712 მლრდ ლარს შეადგენდა.
2023 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
EIB -ს მიმართ ვალი – 1.007 მლრდ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.319 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.094 მლრდ დოლარს აჭარბებს.