მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლიურად თითქმის 85%-ით გაიზარდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 93.414 მლნ ლარით აღემატება. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 110,081 მლნ ლარი იყო.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მარტში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 714.225 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 560.132 მლნ ლარი. მარტში კომერციული ბანკების ხარჯებმა 470.912 მლნ ლარი შეადგინა.
2023 წლის მარტში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7.025 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 67.547 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 58.379 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. გასულ წელს 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2.088 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.